ნიკოლოზ გოგოლი

ნიკოლოზ გოგოლი

ნიკოლაი გოგოლი (რუს.: Никола́й Васи́льевич Го́голь; გამოითქმის [nʲɪkɐˈlaj vɐˈsʲilʲjɪvʲɪtɕ ˈgogəlʲ]; უკრ.: Микола Васильович Гоголь, Mykola Vasylovych Hohol; დ. 1 აპრილი, 1809 — გ. 4 მარტი, 1852) — უკრაინელი-რუსი მწერალი. ხშირად უწოდებენ თანამედროვე რუსული რეალიზმის მამას. ნიკოლაი გოგოლი ერთ-ერთი პირველი რუსი მწერალი იყო, რომელმაც ქვეყნის ცხოვრების სტილი გააკრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ადრეული ნამუშევრები უკრაინულ ატმოსფეროში აღზრდის ზეგავლენითაა გამსჭვალული, ის მუდამ რუსულად წერდა და მისი ნამუშევრები რუსული ლიტერატურის ტრადიციას ეკუთვნის. მის შედევრთა შორისაა რომანი „მკვდარი სულები“ (1842), პიესა „რევიზორი“ (1836, 1842) და მოთხრობა „შინელი“ (1842).


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html