ნიკოლოზ კოპერნიკი

ნიკოლოზ კოპერნიკი

 ნიკოლოზ კოპერნიკი (დ. 19 თებერვალი , 1473 ქალაქ თორნში (პონოლურად თორუნი), დასავლეთი პრუსია — გ. 24 მაისი, 1543 ფრაუენბერგში (დღევანდელი ფრომბორკი), ერმლანდის სამთავრო) — ცნობილი ასტრონომი. განუზომლად დიდია მისი ღვაწლი სამყაროს შესწავლის საქმეში.

 კოპერნიკმა ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაამტკიცა, რომ ჩვენი ხილული სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა. დედამიწაც, როგორც საერთო პლანეტა, ბრუნავს მზის გარშემო. ამ აღმოჩენით საფუძველი ჩაეყარა ჰელიოცენტრულ სისტემას (ბერძნ. ‘ήλιος „ჰელიოს“ ნიშნავს მზეს, ლათ. centrum „ცენტრუმ“ — ცენტრს).

 კოპერნიკი ვერ მოესწრო თავისი წიგნის გამოცემას, ხოლო როცა მისი ნაშრომი დაიბეჭდა, კათოლიკურმა ეკლესიამ ის აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html