ნუგზარ შატაიძე

ნუგზარ შატაიძე

  ნუგზარ შატაიძე (* 9 მარტი, 1944, თბილისისაქართველო – გ. 10 თებერვალი,2009,თბილისისაქართველო), ქართველი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი.

ბიოგრაფია

  ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. მისი მშობლები სახელოვანი გვარის წარმომავლები იყვნენ, განსაკუთრებით დედა - ელენე, სახელგანთქმული ხიზამბარელების ოჯახიდან; მამა - ვახტანგ შატაიძე, ყველასთვის პატივსაცემი პიროვნება ყოფილა.

  ნუგზარ შატაიძე სწავლობდა თბილისის ყოფილი ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა გრიგოლ ონიანის 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსია.

  დაინტერესება ქართული მწერლობით ადრეულ ასაკში გამოავლინა. გაიტაცა რევაზ ინანიშვილისგურამ რჩეულიშვილისა და სხვათა შემოქმედებამ, უფრო გაუძლიერა და გაუღვივა ინტერესი და სიყვარული მწერლობისადმი.

  მისი პირველი მოთხრობა „თეთრი ყვავილები“ დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ „ცისკარში“.

  1979 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული „მოთხრობები“.

  არის ტელესერიალ „ცხელი ძაღლის“ სცენარის თანაავტორი კოტე ჯანდიერთან ერთად.

გამოცემული წიგნები

  • “მოთხრობები”, 1979.
  • “მოლხინო”, 1986.
  • “სოფლის ძველი სახლი”, 1990
  • “მიწა თავისას მოითხოვს”, 1994.
  • “ელიქარი”, 1996.
  • “ხელეური”, 1998წ.
  • “ევროპაში რა მინდოდა”,2004.
  • “პურის მოთხრობა”, 2005.
  • “ტრამვაი №7”, 2005.

სცენარის ავტორია ფილმების:

  • "პეიტარი" ( 1988)
  • "ლომა" ( 1987)
  • "მევლუდი" ( 1985)

რადიოდადგმები

  • "მეკვლე"
  • "დაჭრილი წერო"
  • "დაბრუნება"

გადაღებულია ფილმებში:

  • "შუშის ნამსხვრევი" (2003)
  • "პეიტარი" (1988)
  • "ხარება და გოგია" (1987)

პრიზები და ჯილდოები


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html