ომარ თურმანაული

ომარ თურმანაული

   ომარ ბეწინას ძე თურმანაული (ფრანგOmar Tourmanaouli), (* 25 მაისი1959დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხილიანი) – ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ფრანგულად და ფრანგულიდან მთარგმენლი.

ბიოგრაფია

ომარ თურმანაული დაიბადა 1959 წლის 25 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხილიანში.

1990 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი, ფრანგული ენის სპეციალობით.

მისი პირველი პოეტური კრებული "დღე–ღამის დედა" დაიბეჭდა 1984 წელს.

ავტორია პოეტური კრებულებისა:

თარგმნიდა ფრანგულ პოეზიას.

მონაწილეობდა აფხაზეთის ომში, იქიდან დაბრუნების შემდეგ გამოსცა ომის დღიურები "აფხაზეთი... ჯარისკაცის ჩანაწერები", თბ. გამომცემლობა "ლომისი", 1993 წ.

ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში, სტრასბურგში. წერს პროზას ფრანგულ ენაზე. 1998 წელს გამოვიდა მისი რომანი: Omar Tourmanaouli – La veuve, l'hirondelle et le voyant ("ქვრივი, მერცხალი და ნათელმხილველი"), გამომცემლობა La Fosse aux ours – ISBN 2912042062

ქართულად თარგმნის ფრანგულ პოეზიას, ხოლო ფრანგულად კი ქართულ პროზას. ფრანგულ ენაზე უკვე დაიბეჭდა ბესიკ ხარანაულის რომანი "წიგნი ამბა ბესარიონისა" – Le livre d'Amba Besarion (Broché) de Besik Kharanaouli (Auteur), Marie Frering (Traduction), Omar Tourmanaouli (Traduction) – ISBN 2915018448

ამჟამად თარგმნის ბესიკ ხარანაულის მომდევნო წიგნს "ეპიგრაფები მივიწყებული სიზმრებისათვის".

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html