პოლ ვიალარი

პოლ ვიალარი

  პოლ ვიალარი (ფრანგ. Paul Vialar; დ. 18 სექტემბერი, 1898 - გ. 8 იანვარი, 1996) იყო ფრანგი მწერალი, დრამატურგი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1898 წლის 18 სექტემბერს სენ-დენში. ლიტერატურას ხელი მოჰკიდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ: გამოაქვეყნა ლექსების კრებული და პიესები "პირველი სიყვარული" და "ადამიანები".

  1939 წელს გამოსცა რომანი "ზღვის ვარდი", რომელმაც ფემინას ლიტერატურული პრემიადაიმსახურა. 1943 წელს დიდი წარმატება ხვდა წილად რომანს "დიდი მარეკი"; ამ რომანში ავტორმა ბუნებისა და ცხოველთა სამყაროს შესანიშნავ სურათებთან ერთად ფრანგული საზოგადოების ევოლუცია გვიჩვენა. თვითონ კარგი მონადირე შემდგომ რომანებში:"მონადირე""გარეულ ცხოველთა რომანი" პირად განცდებსა და გამოცდილებას გვიხატავს. ათტომიან ციკლში "ნადირობა ადამიანებზე" ის ადამიანთა და ცხოველთა ბედის იდენტიფიკაციას ახდენს და თავის სოციოლოგიურ მრწამსს აყალიბებს. იგივე იდეაა გატარებული რვატომიან რომანში "სიკვდილი არის დასაწყისი". ვიალარის კალამს ეკუთვნის აგრეთვე"XX საუკუნის ფრანგული დასაწყისი". ბოლო პერიოდში ვიალარი პატარა რომანებს წერდა, როგორიცაა "მელიფტე ბიჭი""სამყაროს სიჭაბუკე" და სხვა.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html