ჟორჟ სიმენონი - Simenon

ჟორჟ სიმენონი - Simenon

 ჟორჟ ჟოზეფ ქრისტიან სიმენონი (Georges Joseph Christian Simenon) (* 13 თებერვალი, 1903, ლიეჟი ― † 4 სექტემბერი, 1989, ლოზანა) - ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალი. პირველ ნაწარმოებებს აქვეყნებდა ჟორჟ სიმის სახელით. 1931 წელს გამოაქვეყნა „პიტერ ლატვიელი“.. აქედან დაიწყო მისი მძაფრსიუჯეტიანი რომანებისა და მოთხრობების სერია, რომლის მთავარი გმირია კომისარი მეგრე. ამ სერიაში აღსანიშნავია : „მეგრე მოგზაურობს“, „მეგრე და მაწანწალა“ და სხვ.

ბიოგრაფია

 სიმენონი დაიბადა ლიეჟში (ბელგია), პარიზში გადავიდა საცხოვრებლად 1922 წელს. ბევრს მოგზაურობდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში რჩება 1955 წლამდე. 1957 წელს შვეიცარიაში გადადის.

 სიმენონი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ მწერლად ითვლება. მას შეეძლო დღეში 80-მდე გვერდის დაწერა. სიცოცხლის განმავლობაში მას 450 რომანი და მცირე ზომის ნაწარმოებები აქვს გამოქვეყნებული. თუმცა ყველაზე ცნობილი მისი 75 რომანი და 28 მოთხრობაა კომისარ მეგრეს თავგადასავლებზე. ამ სერიის პირველი რომანი „პიეტრ–ლე–ლეტონი“ გამოჩნდა 1931 წელს; ბოლო, „მეგრე და მუსიე შარლი“ კი - 1972-ში. მეგრეს რომანები თითქმის ყველა მთავარ ენაზეა ნათარგმნი და ზოგი მათგანი ფილმადაცაა გადაღებული (დაწყებული „ღამე გზის გასაყარზე“, ჟან რენუას ეკრანული ადაპტაცია 1932 წელს).

 ამერიკული პერიოდის განმავლობაში სიმენონი შემოქმედებით მწვერვალს აღწევს და ამ წლების რამდენიმე რომანი მათი დაწერის ადგილის კონტექსტითაა შთაგონებული: სამი ოთახი მანჰეტენზე(1946), მეგრე ნიუ-იორკში (1947), მეგრე განრისხებულია (1947).

 მეგრეს დიდი რაოდენობით ფსიქოლოგიური რომანი აქვს დაწერილი, მათ შორის თოვლი ჭუჭყიანი იყო (1948) ან ბიჭები (1957), და ავტობიოგრაფიული ნამუშევრები -- მე მახსოვს (1945), გენეალოგია (1948), პირადი მემუარები (1981).

 სიმენონი ცნობილი მექალთანე იყო და „10.000 ქალის მამაკაცად“ მოიხსენიებდნენ. აღიარებდა, რომ სექსუალური მანიაკი იყო და სექსი დღეში სამჯერ მაინც სჭირდებოდა. როგორც ჩანს, მსურველ ქალთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, თუმცა, ზოგიერთი ცნობით მას 8.000-მდე პროსტიტუტთან ჰქონია საქმე. ამით ის საკმაოდ განსხვავდებოდა მისი რომანების გმირი მეგრესაგან, რომელიც საკამოდ წყნარ მარტოსულ ცხოვრებას ეწეოდა (როცა ბარში არ იმყოფებოდა).

სიმენონი გარდაიცვალა ლოზანაში, 86 წლის ასაკში.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html