რიცხვთა თეორია — მათემატიკის დარგი, რომელიც სწავლობს რიცხვთა თვისებებს. რიცხვთა თეორიას ზოგჯერ არითმეტიკასაც უწოდებენ, მაგრამ, ჩვეულებრივ, არითმეტიკის ქვეშ გულისხმობენ სწავლებას მთელ და წილად რიცხვებზე იმ დროს, როდესაც რიცხვთა თეორიაში შეისწავლება მთელ რიცხვთა კანონზომიერებანი. რიცხვთა თეორიაში ბუნებრივადაა ჩართული ალგებრულ რიცხვთა თეორიაც. კანონზომიერებით მდიდარია რიცხვთა თეორიის ის ნაწილი, რომელიც სწავლობს განუსაზღვრელი განტოლებების, ე. წ, დიოფანტური განტოლებების მთელი რიცხვების სიმრავლეში ამოხსნადობის საკითხს.
რიცხვთა თეორიიდან გამოიყოფა რამდენიმე ქვედარგი.