სახელმწიფო

სახელმწიფო

 

სახელმწიფო

საქართველოს გზები

საქართველო შერეული ტიპის, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.

  • დედაქალაქითბილისი.
  • სახელმწიფო ენაქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში — აგრეთვე აფხაზური.
  • ეროვნული დღესასწაული26 მაისი (1918), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე (1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა იმპერიის 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, იმავე წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე,საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი).
  • ძირითადი პოლიტიკური პარტიები (ანბანურ რიგზე):
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი;
საქართველოს კონსერვატიული პარტია — თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური;
საქართველოს ლეიბორისტული პარტია — თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი;
მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის — თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი;
პოლიტიკური მოძრაობა „ახალი მემარჯვენეები“ — თავმჯდომარე დავით გამყრელიძე;
პოლიტიკური მოძრაობა „ეროვნული ფორუმი“ — თავმჯდომარე კახაბერ შარტავა;
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება“ — თავმჯდომარე კონსტანტინე ზ. გამსახურდია;
პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ — თავმჯდომარე გოგი თოფაძე;
პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოს გზა“ — თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი;
პოლიტიკური მოძრაობა იმედი — თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია;
საქართველოს რესპუბლიკური პარტია — თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი;
ქრისტიან–დეოკრატიული მოძრაობა — თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე;
ხალხის პარტია — თავმჯდომარე კობა დავითაშვილი;
საქართველოს მწვანეთა პარტია — თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე;


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html