სტენდალი

სტენდალი

 სტენდალი (ფრანგMarie-Henri Beyle; ფსევდონიმი Stendhal, ნამდვილი სახელი ანრი მარი ბეილი) (დ. 23 იანვარი1789გრენობლი – გ.23 მარტი1842პარიზი) — ფრანგი მწერალი.

  სწავლობდა იზერის ცენტრალურ სკოლაში, 1799 წელს პარიზში გაემგზავრა და სამხედრო სამინისტროში დაიწყო მუწაობა. მონაწილეობდა ნაპოლეონის ლაშქრობებში. 1830 წელს დაინიშნა საფრანგეთის კონსულად ტრიესტში, 1831 წელს -ჩივიტაველაში, სადაც 10 წელი დაჰყო.

  სიცოცხლეში აღიარება არ მოუპოვებია. მისი ადრინდელი ნაწარმოებები "აზრები. ახალი ფილოსოფია", კომედიები: "ორი კაცი", "ლიტელიე", "წერილები პოლინისადმი" და სხვა XX საუკუნის 30-იან წლებში გამოქვეყნდა. 1817 წელს გამოქვეყნდა სამი ნაშრომი: "პაილნის, მოცარტისა და მეტასტაზიოს ცხოვრება", "ფერწერის ისტორია იტალიაში" და "რომი, ნეაპოლი და ფლორენცია", "გასეირნება რომში" (1829), "ტურისტის ჩანაწერები" (1838), "სიყვარულის შესახებ ტრაქტატი" (1822), მწერლის შედევრებად მიჩნეულია რომანები: "წითელი და შავი" (1830), "პარმის სავანე" (1839). ამ ორ მონუმენტურ რომანს წინ უძღოდა "იტალიური ქრონიკები". სტენდალს ეკუთვნის მემუარული ჟანრის ბრწყინვალე ნიმუშები, ავტობიოგრაფიული მოთხრობები: "ეგოისტის მოგონებები" (183), "ანრი ბრიულარის ცხოვრება" (1835).


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html