სულიკო ჟღენტი (დ. 22 ივნისი, 1925 წ. სოფელი სამება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. გ. 3 თებერვალი, 2000 წ.) – ქართველი საბჭოთა კინოდრამატურგი.
დაიბადა 1925 წლის 22 ივნისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, 1954 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად სკოლაში, სადაც ასწავლიდა ქართულ ლიტერატურას, გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებსა და მოთხრობებს. დაწერილი აქვს უამრავი სცენარი. გარდაიცვალა 2000 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. სულიკო ჟღენტი სცენარის ავტორია შემდეგი ფილმებისა (სია არასრულია): საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), ღირსების ორდენის კავალერი, საუკეთესო სცენარების შექმნისათვის მიღებული აქვს ლენინური და მემედ აბაშიძის პრემიები, საკავშირო კინოფერტივალების პრემიების ლაურეატი (1970, 1972, 1973).ბიოგრაფია
ფილმოგრაფია
ჯილდოები