სუსანა კალანდრელი - Susana Calandrelli

სუსანა კალანდრელი - Susana Calandrelli

 სუსანა კალანდრელი (დ. 17 იანვარი, 1901 - გ. 21 ივლისი, 1978) — არგენტინელი მწერალი და მასწავლებელი. წერდა მოკლე ისტორიებს, ნოველებს, ესეებს, სცენარებს, ლექციებს, სასწავლო წიგნებს და ლექსებსაც. სწავლობდა რამდენიმე კულტურის ინსტიტუტში. 1918 წელს მიიღო ოქროს მედალი ნაშრომისთვის: A los muertos ignorados და მიიღო საპატიო ჯილდო: La libertad, ლანგედოკში Académie des Jeux Floraux-სგან. თანამშრომლობდა ბუენოს-აირესში არსებულ გაზეთებთან: La Nación, La Prensa, El Hogar და სხვა. ცნობილი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მისი რამოდენიმე ნაწარმოებული მოხსენიებულია ენციკლოპედიებსა და ანთოლოგიებში ლონდონში, ნიუ-იორკში და ევროპისა და ამერიკის სხვა ქალაქებში. რამდენიმე პოემა შევიდა არგენტინის თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაში (1896-1930) ისეთი პოეტების ლექსებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: ხორხე ლუის ბორხესი, ლეოპოლდო მარეჩალი, რიკარდო ხუილარდესი, ოლივიერო ხირონდო, ლუის კანე, ლეოპოლდო ლუგონესი და ალფონსინა სტორნი.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html