ტბელი აბუსერისძე

ტბელი აბუსერისძე

  ტბელი აბუსერისძე (დ. დაახლოებით 1190 - გ. 1240), ქართველი მწერალი და ასტრონომი. ხიხათის (აჭარისერისთავთერისთავისივანეს შვილი.

  ავტორია რელიგიურ-ისტორიული თხზულებისა „სასწაულნი წმიდისა... გიორგისნი და ანდერძნი... მთქუმელისაჲ“ და ვრცელი ქრონოლოგიურ-ასტრონომიული „ტრაქტატისა ქორონიკონი სრული მისითა საუწყებელითა“. მასვე უნდა ეკუთვნოდეს „გალობანი სამთა იოანეთა“. რელიგიურ-ისტორიული თხზულება აღწერს აჭარელი გლეხის, ხელობით კალატოზის, ბოლოკჯ-ბასილის სამშენებლო საქმიანობას შუარტყალში. შეიცავს აბუსერისძეთა საგვარეულო მატიანეს, აგრეთვე იმდროინდელი ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებების მნიშვნელოვან ცნობებს, მდიდარია კონკრეტული ისტორიული ხასიათის მონაცემებითაც. ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი ვრცელი საკალენდრო ცნობარია, რომელშიც განხიხულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები. კანონიზირებულია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html