ტერიტორიული მოწყობა

 

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 64 მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის დედაქალაქი თბილისია. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

თითოეული მუნიციპალიტეტი ერთიანი თვითმმართველი ერთეულია, ერთგვაროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებითა და გამოკვეთილი ბუნებრივი საზღვრებით. მნიშვნელოვანი ელემენტია ასევე მოსახლეობის ეთნოკულტურული სიახლოვე და ისტორიულად ჩამოყალიბებული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ფუნქცია.

საქართველოს რეგიონები
რეგიონი დედაქალაქი
1 აფხაზეთი სოხუმი
2 სამეგრელოს და ზემო სვანეთის ზუგდიდი
3 გურია ოზურგეთი
4 აჭარა ბათუმი
5 რაჭა-ლეჩხუმის
და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
6 იმერეთი ქუთაისი
7 სამცხე-ჯავახეთი ახალციხე
8 შიდა ქართლი გორი
9 მცხეთა-მთიანეთი მცხეთა
10 ქვემო ქართლი რუსთავი
11 კახეთი თელავი
12 თბილისი თბილისი
 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html