ტიმოთე გაბაშვილი

ტიმოთე გაბაშვილი

ბიოგრაფია

  ტიმოთე გაბაშვილი (დ. 1703 — გ. 1764) - ქართველი მწერალიმხატვარიმოგზაურიდიპლომატიკარტოგრაფი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

 

1729 წლამდე ტიმოთე გაბაშვილი დავითგარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. დაახლ. 1730 წელს იგი დასავლეთ საქართველოში (იმერეთში) გადავიდა, სადაც სულ მალე ქუთათელ მთავარეპისკოპოსად ეკურთხა. ამის შემდეგ იგი აქტიურად ჩაება ქვეყნის სახელმწიფოებრივ და საეკლესიო საქმეებში. მჭიდროდ იყო დაახლოებული სამეფო კართან, განსაკუთრებით კი ალექსანდრე V -სთან.

  უნდა შევნიშნოთ რომ მისი საქმიანობა საქართველოს კეთილდღეობისათვის იყო მიმართული და მან როგორც ფართო ინტელექტითა და განსაკუთრებული ღვაწლით აღჭურვილმა პირმა, ქართულლიტერატურაში ერთ-ერთი საპატიო ადგილი დაიკავა.

  1738 წელს ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სიტუაციამ აიძულა ალექსანდრე V-ეს რუსეთში ელჩი გაეგზავნა. ელჩობის პირველი კანდიდატი იყო ტიმოთე გაბაშვილი, რომელიც რუსეთში გაემგზავრა დასავლეთ საქართველოს რუკითა და ოსმალეთის ბატონობისაგან საქართველოს განთავისუფლების გეგმით.

  გამგზავრებიდან ერთი წლით ადრე (1737) ტიმოთემ თავისი ხელით შეადგინა საყოველთაოდ ცნობილი ლიხთ-იმერეთის (ე.ი. დასავლეთ საქართველოს) რუკა, სადაც რელიეფურადაა გამოსახული დასავლეთ საქართველოს უმთავრესი მთებიჰიდროგრაფიული ქსელიმცენარეული საფარი, დასახლებული პუნქტები, სანაოსნო გზები, წიაღისეული სიმდიდრეების საბადოები და ისტორიული ძეგლები (განსაკუთრებით ციხე-სიმაგრეები და და სადაზვერვო კოშკები). ტიმოთეს მიერ შედგენილი რუკა მთლიანობაში ასახავს დასავლეთ საქართველოს გეოგრაფიულგეოლოგიურისტორიულდა ხუროთმოძღვრულ მასალებს.

  როგორც აღინიშნა ავტორი დიდ ყურადღებას უთმობდა გეოგრაფიას. რუკაზე დაიტანა დაახლ. 150 გეოგრაფიული სახელწოდება. გარდა ამისა მის რუკაზე ფართოდ გამოისახა წიაღისეული სიმდიდრეები, მ.შ. აღნიშნულია გოგირდისრკინისა და ვერცხლის საბადოები. ყურადღებას უთმობს ასევე საერო ნაგებობებსა და ტაძრებს.

  რადგან რუკას სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა, მასზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ამა თუ იმ ციხე-სიმაგრეების გეგმებსა და მათთან მისასვლელ გზებს. აღწერილია სოხუმისა დაქუთაისის ციხეები და სხვ.

  არ შეიძლება გვერდის ავლა იმ მოვლენებისათვის, რომელიც ფიქსირდებობა XVIII საუკუნის საქართველოში - კერძოდ კი ტიმოთე გაბაშვილის ცხოვრების ეპოქაში.

  XVIII ს. ოსმალობა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. გაძლირებული აგრესიის შედეგად ოსმალებმა მოახერხეს მრავალი ქალაქისა და ციხე-სიმაგრის აღება. XVIII საუკუნის 20-იანი წლებიდან მათ დაიპყრეს - ბათუმიფოთირუხისოხუმი, ამასთანავე ხელთ იგდეს და ნაწილობრივ დაანგრიეს ციხე-სიმაგრეები. 1724 წელს სოხუმში არსებული ციხე-სიმაგრე ოსმალებმა კიდევ უფრო გაამაგრეს და მას ”სოხუმ-კალე” უწოდეს. მიუხედევად აჯანყებებისა, აფხაზთა ხალხმა მაინც ვერ შესძლო ციხის საბოლოოდ განთავისუფლება. მათი ბატონობა აქ დიდხანს გაგრძელდა. ოსმალებმა ფართოდ მოიკიდეს ფეხი ასევე ბათუმში და დაიპყრეს აქ არსებული ბათუმის ციხე (იგივე ლოსორიონი). ოსმალთა ხელში გადავიდა სახელგანთქმული რუხის ციხეც.

  მათ აქ განათავსეს გარნიზონიც, მაგრამ შემდგომ ქართველებმა (რუსებთან ერთად) მოახერხეს ციხის გათავისუფლება. ამ ვითარებიდან გამომდინარე დასავლეთ საქართველოს მთავრებს არაფერიღა დარჩენოდათ თუარა ელჩი გაეგზავნათ რუსეთში და მფარველობა ეთხოვათ მათთვის.

  ტიმოთე გაბაშვილმა წერილი გადასცა რუსეთის დედოფალს ანა იოანეს ასულს და ალექსანდრე V წერილშივე აღნიშნავს დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას.

  მოსკოვიდან საქართველოში მომავალი ტიმოთე (1740) გზაში ჩერქეზებმა შეპყრეს და ექვსი თვე ტყვეობაში გაატარებინეს. შემდეგ იგი გაიქცა და საქართველოში 40-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებული ტიმოთე თავის ეპარქიას 1747 წლამდე განაგებდა. 1753 იგი ქართლის მთავარეპისკოპოსად აკურთხეს. შემდეგ იგი აქტიურად ჩაება ერეკლე II-ისა და ანტონ I-ის კულტურულ საქმიანიობაში. მათი ხელშეწყობით ტიმოთე სამოგზაუროდ გაემგზავრა.

  ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურობანი საბოლოო ჯამში ოთხ წელიწადს (1755-1759) გაგრძელდა. მოგზაურობის მიზანი იყო იმ ადგილების დათვალიერება რომელიც განლაგებული იყო პალესტინაში, მ.შ. იერუსალიმში. ტიმოთეს აინტერესებდა ქართველთა მიერ აგებული ტაძრების ნახვა, ასევე მის ყურადღებას იპყრობდა სხვა წმინდა ადგილების დათვალიერება.

მოგზაურობა

  ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურობა დაიწყო ქ. თბილისიდან. აქედან იგი ახალციხეში მივიდა, საიდანაც მიაღწია საპორტო ქალაქ - ბათუმს. ბათუმიდან მან ზღვით დაიწყო მოძრაობა და გასცურა შავი ზღვის სამხრეთი ნაწილის თურქეთის ნაპირები, სადაც მიაღწია ჯერ ტრაპეზუნტს, ხოლო შემდეგ - უნიას. ამის შემდეგ ტიმოთე ხმელეთით იწყებას მოძრაობას და ღრმად იჭრება თურქეთის ტერიტორიაზე. ხანგრძლივი მოძრაობის შემდეგ მან მიაღწია ქ. კონიას, მერმე რამდენიმე ქალაქის გავლით ჩააღწია საზღვაო ქალაქს იზმირს (ეგეოსის ზღის სანაპირო). აქედან ტიმოთე ისევ ზღვით იწყებს მოძრაობას და გაივლის ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულებს. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, იგი ჩადის ქალკიდიკეს ნახევარკუნძულზე მდებარე ათონის მთაზე. აქედან ისევ ზღვითმოძრაობს და მიდის კონსტანტინეპოლში. ქ. კონსტანტინეპოლიდან გეზი იერუსალიმისაკენ აიღო და გაიარა მრავალი ათეული კილომეტრი (ზღვით). გზად ინახულა ეგეოსის ზღვის სანაპიროზე განლაგებული ქალაქები და კუნძულები. მოძრაობდა ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ (ე.ი. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში). შედეგად მიაღწია სახელგანთქმულ იერუსალიმს(პალესტინა).

  შემდეგ უმთავრესად ჩრდილოეთისაკენ მოძრაობდა და მოინახულა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის სანაპიროს ქალაქები (ნაზარეთი, ტვიროსი, სიდონი, ბერუთი, ტრიპოლი და სხვ.). წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან ესევ ზღვით დაიძრა და მივიდა კუნძულ კვიპროსზე (კვიპრე). აქედან სანაპირო პუნქტ - ალაიაზე. ისევ ზღვით განაგრძობს მოძრაობას და მიდის კუნძულ როდოსზე. ამ უკანასკნელიდან გეზი უმეტესად დასავლეთისაკენ აიღო და მიაღწია კორინთოსსა და ათინას.

  შემდეგ მოძრაობს ჩრდილოეთისაკენ (ეგეოსის ზღვით) და ჩადის ათონში (მესამეჯერ). შემდეგ კი კონსტანტინეპოლში. კონსტანტინეპოლიდან ტიმოთე ზღვით მოძრაობს. გაივლის რა შავი ზღვის სანაპიროს რამდენიმე ქალაქს, იჭრება ხმელეთშიც (თურქეთის ტერიტორიაზე) და აღწევს მელიტენესს, შემდეგ ქალდეას, არზრუმს, ოლთისსა და ახალციხეს. ახალციხიდან კი მიდის ქართლში, სადაც ხვდება დაძაბული მდგომარეობა, ამ დროისათვის ტიმოთე გაბაშვილის მეგობარი და თანამოაზროვნე ანტონ I რუსეთში იყო გადახვეწილი (რადგან იგი ”მწვალებლად აღიარეს” და კათოლიკედ გამოაცხადეს). ტიმოთემ თავისი მეგობრის ბედი გაიზიარა და თვითონ ყიზლარში გაემგზავრა.

ტიმოთე გაბაშვილი გარდაიცვალა 1764 წელს ქალაქ - ასტრახანში.

ტიმოთეს ინტერესი

  ტიმოთე გაბაშვილი იყო მეტად განათლებული ქართველი მოღვაწე, რომელიც კარგად ფლობდა - ფილოსოფიასღვთისმეტყველებასა და რელიგიის ისტორიას. ამავ დროულად იცოდა რუსული,ბერძნული და თურქული ენები.

  ფართო ერუდიციის წყალობით მან დასწერა სამოგზაურო - 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html