უილკი კოლინსი - William Wilkie Collins

უილკი კოლინსი - William Wilkie Collins

 უილიამ უილკი კოლინსი (ინგლ. William Wilkie Collins 1824—1889), ინგლისელი მწერალი, 27 რომანის, 15 პიესის და 50-მდე მოთხრობის ავტორი.

ბიოგრაფია

 უილკი კოლინსი დაიბადა 1824 წლის 8 იანვარს ლონდონში, ნაკლებად ცნობილი პეიზაჟისტის, უილიამ კოლინსის ოჯახში. 17 წლისას სკოლა მიატოვა და გახდა სტაჟორი ჩაის გამყიდველ ფირმაში. მანდ გაატარა 5 წელი, ხოლო შემდეგ ლინკოლნს-ინის სასამართლოში შევიდა, და იურისპრუდენციის სწავლა დაიწყო. მამის გარდაცვლის (1847 წელი) შემდეგ, მან დაწერა მოგონებათა წიგნი „მოგონებები უილიამ კოლინსისა, ესკვაირისა“. 1850 წელს მან დაწერა თავისი პირველი რომანი „ანტონინა“. 1851 წელს დაუმეგობრდა ჩარლზ დიკენსს, რომელთანაც მთელი ცხოვრება მეგობრობდა. უილკი კოლინსი გარდაიცვალა 1889 წლის 23 სექტემბერს.

შემოქმედება

 უილკი კოლინსის საუკეთესო და ყველაზე ცნობილი რომანი არის „მთვარის ქვა“ (1868), რომელიც ითვლება პირველ ინგლისურ დეტექტიურ რომანად. დეტექტიური სიუჟეთი კოლინსმა აგრეთვე გამოიყენა თავის მეორე უდიდეს რომანში „ქალი თეთრში“ (1860).


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html