შალვა მჭედლიშვილი

შალვა მჭედლიშვილი

  შალვა მჭედლიშვილი (დ. 21 აპრილი1923ანაგა - გ. 5 მაისი2007თბილისი) — ქართველი მწერალი, ექიმი.

ბიოგრაფია

  შალვა მჭედლიშვილმა ბავშვობა გაატარა კახეთში, სოფელ ანაგაში. პოეტის მშობლები პედაგოგი და ექიმი გახლდნენ და კარდენახში ასწავლიდნენ იმ სკოლის შენობაში, რომელიც გასაბჭოებამდე თავად ფორაქიშვილის ეკუთვნოდა. შალვას მამის ძალისხმევით ფორაქიშვილებს მათსავე ყოფილ სახლში ყველაზე საუკეთესო ოთახი გამოეყო. იქ ცხოვრობდნენ განსვენებული ფორაქიშვილის ქვრივი და მისი 16 წლის ქალიშვილი, რომელიც ხშირად უკითხავდა პატარა შალვას ლექსებს, უამბობდა ზღაპრებს.

  შალვას მამამ ზაქარიამ თავის ძმასთან, ლადო მჭედლიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა სასიმღერო გუნდები. 1924 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით ორივე მოყვა რეპრესიებში და შემთხვევით გადაურჩნენ დახვრეტას.

  შალვას დედა, ნინო თუშიშვილი რომანტიკული ბუნებით გამოირჩეოდა. მან ადრეული ბავშვობიდანვე ჩაუნერგა შვილს ილიას, აკაკის, ვაჟას, იაკობ გოგებაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სიყვარული. 1930 წლიდან შალვა მჭედლიშვილის ოჯახი თბილისში დამკვიდრდა. პატარა შალვა სასწავლებლად 1-ლ საცდელ-საჩვენებელ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია) შეიყვანეს , რომელიც 1940 წელს დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ მას საბუთები შეუტანია ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, მაგრამ მშობლებს შვილის უნივერსიტეტში შეტანილი საბუთები გამოუტანიათ და სამედიცინო ინსტიტუტში შეუტანიათ.

  1945 წლის 27 მარტს 22 წლის შალვა მჭედლიშვილი „იდეოლოგიურად მიუღებელი“ ლექსების გამო დააპატიმრეს. თავდაპირველად, ორ წელზე მეტი გაატარა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საპატიმროში, მოგვიანებით კი, სპეციალური დადგენილებით, როგორც ყველა პოლიტპატიმარი, ისიც გადაასახლეს. 1949 წლიდან იჯდა ბაქოსდონის როსტოვის და ვოლოგდის ციხეებში, იყო გადასახლებული იმერ-პოლარეთში, სასჯელს ვორკუტის საკატორღო საპატიმრო ბანაკში იხდიდა, სადაც ქვანახშირის მაღაროში უწევდა მუშაობა. 1957 წლის 27 მარტს გაათავისუფლეს საკატარღო ბანაკიდან, მაგრამ სახლში დაბრუნების ნაცვლად, ვორკუტის ციხეში შეასახლეს, ხოლო შემდეგ სამუდამო გადასახლებაში ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ყარაღანდაში გადაასახლეს. იქვე გადასახლებაში დაამთავრა ყარაღანდის სამედიცინო ინსტიტუტი.

  შალვა გადასახლებიდან ამნისტიით დაბრუნდა 1957 წელს. მას ლექსებს არ უბეჭდავდნენ — ცენზურა კრძალავდა მის შემოქმედებას, დედაქალაქში ცხოვრების უფლება ჩამორთმეული ჰქონდა, იყო ზედამხედველობის ქვეშ გასახლებაში, საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე — შოვში, ბორჯომში, გაგრაში, წყალტუბოსა და ახტალაში წლების მანძილზე მუშაობდა მკურნალ ექიმად.

  გამოცემული აქვს 10–ზე მეტი წიგნი, არის ავტორი სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილებისა. წერდა ლექსებსა და ზღაპრებს.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html