ჰატჰორი

 ჰატჰორი, ჰათჰორი (ეგვიპტ. ჰათ-ჰორ = ჰორის სახლი) —  ეგვიპტური მითოლოგიის  ერთ-ერთი ქალ-ღმერთი. ცის, სიყვარულის, მხიარულების, მუსიკისა და ცეკვის ქალღმერთი. ასევე ფარაონთა და დედობის მფარველი. ითვლებოდა ციურ ძროხად, რომელიც ყოველდღე წარმოშობდა მზის დისკოს. მას გამოსახავდნენ ძროხისთავიანი ქალის სახით, ასევე ძროხის და ზოგჯერ - ქალის სახით, რომელსაც თავზე ძროხის რქებს შორის მოთავსებული მზის დისკო ადგას.

 ჰათორი იყო რას ქალიშვილი და ჰორის მეუღლე. მისი სახელი შემდეგნაირად იშიფრებოდა - ”ჰორის სახლი.” ჰათორი მფარველობდა ახალდაქორწინებულებს და ორსულებს. იგი ითვლებოდა ოჯახური კავშირების სიმტკიცის მფარველად.

ჰათორი ასევე წარმოდგენილი იყო ქალღმერთ ლომის სახით, რომლის მრისხანებისაც თავად ღმერთებსაც კი ეშინოდათ.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html