18 ოქტომბერი

18 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 291-ე დღე (ნაკიან წლებში – 292-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 74 დღე.

დღის მოვლენები

  • 31 : რომის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოქალაქე სეიანუსი დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს.
  • 1065 : დანიელები საქსონელებს ამარცხებენ აშინგდონის ბრძოლაში.
  • 1685 : საფრანგეთში, ლუი XIV გააუქმა ნანტის ედიქტი, რომელიც პროტექციას უწევდა ფრანგ პროტესტანტებს.
  • 1851 : ჰერმან მელვილის "მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი" პირველად ქვეყნდება როგორც "ვეშაპი" ლონდონელი რიჩარდ ბენტლის მიერ.
  • 1867 : აშშ-ს მფლობელობაში გადმოდის ალასკა, რაც ყოველწლიურად აღინიშნება შტატში, როგორც ალასკის დღე.
  • 1892 : გაკეთდა პირველი საქალაქთაშორისო კომერციული სატელეფონო ხაზი ნიუ-იორკი - ჩიკაგო.
  • 1898 : აშშ-ს მფლობელობაში გადმოდის პუერტო რიკო.
  • 1908 : ბელგია იპყრობს კონგოს თავისუფალ სახელმწიფოს.
  • 1912 : ბალკანეთის პირველი ომი იწყება.
  • 1918 : ჩეხოსლოვაკია აცხადებს დამოუკიდებლობას ავსტრო-უნგრეთის იმპერიისგან.
  • 1922 : ბრიტანეთის რადიომაუწყებლობის კომპანია (British Broadcasting Company - BBC), მოგვიანებით კი კორპორაცია, დაფუძნდა კონსორციუმის მიერ, რათა ჩამოეყალიბებინათ ქვეყნის მასშტაბით რადიოგადამცემების ქსელი, რომელიც უზრუნველჰყოფდა ეროვნულ მაუწყებლობას.
  • 1925 : გრანდ ოლ' ოპრი, ამერიკის ქანთრი მუსიკის ჰოლი (ნეშვილი, ტენესის შტატი), იხსნება.
  • 1941 : იაპონიაში დააპატიმრეს საბჭოთა მზვერავი რიხარდ ზორგე.
  • 1944 : ადოლფ ჰიტლერი სცემს განკარგულებას გერმანიის ეროვნული მილიციის ჩამოყალიბებისთვის.
  • 1944 : სსრკ იპყრობს ჩეხოსლოვაკიას.
  • 1954 : ტექსას ინსტრუმენტსი ქმნის პირველ ტრანზისტორულ რადიომიმღებს.
  • 1968 : პოლიციამ ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ბინაში ჩხრეკისას იპოვა მარიჰუანას 168 შეკვრა. მათ ჯარიმად 150 ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.
  • 1969 : ”სოიუზ-8” დაბრუნდა დედამიწაზე.
  • 1976 : ნიუ-იორკის მაფიის "ბოსთა ბოსის", კარლო გამბინოს, დაკრძალვის ცერემინია ნიუ-იორკში. კარლო გამბინო, რომელიც ძილში გარდაიცვალა, ამერიკის ყველაზე გავლენიან მაფიოზად ითვლებოდა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ვარაუდობენ.
  • 1989 : აღმოსავლეთ გერმანიის ლიდერი ერიხ ჰონეკერი გადადგა.
  • 1991 : აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1991 : საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო სხდომა ჩატარდა.
  • 1991 : სსრკ-ს და ისრაელს შორის აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა.
  • 1993 : ლატვიაში შემოიღეს ეროვნული ვალიუტა ლატი.
  • 1995 : უკრაინა ევროსაბჭოში შევიდა.
  • 2007 : კარაჩიში, პაკისტანი, ბენაზირ ბჰუტოს დაბრუნებასთან დაკავშირებულ ორ აფეთქებას 125 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1127 : გო-შირაკავა - იაპონიის იმპერატორი
  • 1405 : პიუს II - რომის პაპი
  • 1777 : ჰაინრიხ ფონ კლაისტი - გერმანელი მწერალი
  • 1801 : ურკისა, ხუსტო ხოსე დე - არგენტინის პრეზიდენტი
  • 1804 : რამა IV - სიამის მეფე
  • 1831 : ფრიდრიხ III - გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე
  • 1859 : ბერგსონი, ანრი - ფრანგი ფილოსოფოსი (გ.1941)
  • 1902 : იორდანი, პასკალ - გერმანელი ფიზიკოსი
  • 1918 : ბათიაშვილი, ოთარ - ქართველი ფთიზიატრი
  • 1920 : მერკური, მელინა - ბერძენი მსახიობი (გ.1994)
  • 1926 : ბერი, ჩაკ - ამერიკელი მუსიკოსი
  • 1956 : ნავრატილოვა, მარტინა - ჩოგბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 707 : იოანე VII - რომის პაპი
  • 1035 : სანჩო III ნავარელი
  • 1141 : ლეოპოლდ IV - ავსტრიის მარკგრაფი და ბაიერნის ჰერცოგი
  • 1417 : გრიგოლ XII - რომის პაპი
  • 1503 : პიუს III - რომის პაპი
  • 1667 : ფასილიდესი - ეთიოპიის იმპერატორი
  • 1769 : იოჰანეს II - ეთიოპიის იმპერატორი
  • 1868 : რამა IV - სიამის მეფე
  • 1886 : ზიბოლდი, ფილიპ ფრანც ფონ - გერმანელი ფიზიკოსი
  • 1893 : გუნო, შარლ - ფრანგი კომპოზიტორი
  • 1911 : ბინე, ალფრედ - ფრანგი ფსიქოლოგი
  • 1921 : ლუდვიგ III - ბავარიის მეფე
  • 1931 : თომას ედისონი - ამერიკელი გამომგონებელი (დ.1847)
  • 1978 : მერკ ადესი, რამონ - ლევ ტროცკის მკვლელი

დღესასწაულები (ეკლესიური მოვლენები)

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანის ხსენების დღეს:
    • გრიგოლ ხანძთელი
    • კლარჯეთის უდაბნოს მამანი და დედანი
    • წმინდა ხარიტინა
    • დიონისე
    • მამელხვა სპარსელი

ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანცთელისა, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელისა და არქიმანდრიტისა (861); კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი: კათალიკოსნი - ნერსე (იშხნის აღმაშენებელი) და ნეტარი ილარიონი. მღვდელმთავარნი: სტეფანე მტბევარი, ზაქარია ანჩელი, მაკარი ანჩელი, ეზრა ანჩელი, საბა იშხნელი. თეოდორე (ნეძვის მაშენებელი), ქრისტეფორე (კვირიკეთის მაშენებელი), ამონა, პეტრე, სამოელი, ანდრია, აბბა გიორგი, მაკარი (ოპიზელნი), შიო საკვირველმოქმედი, გიორგი, მიქაელი, პავლე, ბასილი (ზარზმელნი), ხვედიოსი, ეპიფანე, მატო, ზენონი, არსენი, იოანე, ბასილი, დიმიტრიოსი, არსენი, მაკარი, თევდორე, გაბრიელი, გიორგი მერჩულე (ხანცთელნი), მიქაელ პარეხელი და მოწაფენი მისნი ბასილი და მარკელაოსი, დავითი, იაკობი (მიძნაძორელნი), გრიგოლი, სოფრონი (შატბერდელნი), ზაქარია (ბარეთელთის მაშენებელი), ილარიონ პარეხელი, ილარიონ უბის მამასახლისი. ღირსნი დედანი თებრონია და თემესტია, ანატოლე დაყუდებული, ანასტასია; მოწამისა ხარიტინასი (304); მღვდელმოწამისა დიონისესი - ალექსანდრიელ ეპისკოპოსისა (264-265); მოწამისა მამელხვა სპარსელისა (დაახლ. 344); წმინდათა: პეტრესი, ალექსისა, იონასი, ფილიპესი და ერმოგენისა - მოსკოველ სასწაულმოქმედთა   https://www.tveni.ge


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html