21 ოქტომბერი

21 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 294-ე დღე (ნაკიან წლებში – 295-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 71 დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 2137 : ჩინეთში მზის დაბნელების პირველი აღწერა.
  • ძვ. წ. 63 : კონსული ციცერონი რომის სენატში წარმოთქვავს სიტყვას კატალინაას წინააღმდეგ.
  • 1512 : მარტინ ლუთერი ვიტენბერგის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ხდება.
  • 1520 : ფერნანდო მაგელანი გადის ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელ სრუტეზე, რომელსაც შემდგომში მისი სახელ დაერქვა.
  • 1805 : ტრაფალგარის ბრძოლა - ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ადმირალ ლ. ნელსონის მეთაურობით ესპანეთის სანაპიროსთან დაამარცხა საფრანგეთისა და ესპანეთის ფლოტი. ეს დღე გახდა ბრიტანული ფლოტის დომინირების პერიოდის დასაწყისი, რომელიც მე-20 საუკუნემდე გაგრძელდა.
  • 1824 : ჯოზეფ ასპდინი აპატენტებს პორტლანდცემენტს.
  • 1858 : პარიზში კანკანი შესრულდა პირველად.
  • 1934 : მაო ძე-დუნმა დაიწყო "დიდი მარში".
  • 1945 : საფრანგეთში ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიიღეს.
  • 1945 : არგენტინის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი ხუან პერონი მსახიობ ევიტაზე ქორწინდება.
  • 1959 : ნიუ-იორკში გაიხსნა სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმი, შენობის პროექტის ავტორი იყო ფრენკ ლოიდ რაიტი.
  • 1967 : ვაშინგტონში გაიმართა საპროტესტო აქცია ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ. 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარალელურად მსგავსი დემონსტრაციები ჩატარდა იაპონიაში და დასავლეთ ევროპაში.
  • 1983 : წონისა და ზომის მე-17 საყოველთაო კონფერენციაზე განისაზღვრა მეტრი სინათლის სიჩქარესთან მიმართებაში, როგორც დისტანცია, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში 1/299,792,458 წამში.
  • 1994 : ჩრდილოეთ კორეა და აშშ ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც ჩრდილოეთ კორეას აიძულებს გააჩეროს ბირთვული იარაღის პროგრამა და ინსპექციების ნება დართოს.
  • 2006 : სოფ. მირზაანში ჩატარდა ფიროსმანობა.
  • 2007 : კიმი რაიკონენი 2007 წლის ფორმულა ერთის ჩემპიონატში იმარჯვებს.
  • 2009 :
    • ფრუიტადენსი, უმცირესი ცნობილი ფრინველმენჯოსანი დინოზავრის სახეობა, აღმოაჩინეს.
    • მარშალის კუნძულების პრეზიდენტი ლიტოკვა ტომეინგი გადააყენეს ქვეყნის პირველ წარმატებულ უნდობლობის კენჭისყრაში.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1328 : ჩჟუ იუანჩჟანი - ჩინეთის იმპერატორი
  • 1675 : ჰიგასიამა - იაპონიის იმპერატორი
  • 1790 : ლამარტინი, ალფონს დე - ფრანგი პოეტი
  • 1833 : ნობელი, ალფრედ - შვედი გამომგონებელი (გ.1896)
  • 1847 : ფავარო, ანტონიო - იტალიელი მათემატიკოსი
  • 1881 : დავისონი, კლინტონ - ამერიკელი ფიზიკოსი.
  • 1904 : წერეთელი, გიორგი ვასილის ძე - ქართველი ენათმეცნიერი
  • 1925 : კრუზი, სელია - კუბელი მომღერალი
  • 1929 : ლე გიუნი, ურსულა - ამერიკელი მწერალი
  • 1945 : მიხალკოვი, ნიკიტა - რუსი მსახიობი და რეჟისორი
  • 1949 : ბინიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის პრემიერ მინისტრი
  • 1957 : კეტერლე, ვოლფგანგ - გერმანელი ფიზიკოსი
  • 1964 : კარინი, ჯონ - ამერიკელი მუსიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 310 : ეუსებიუსი - რომის პაპი
  • 1422 : შარლ VI (საფრანგეთი) - საფრანგეთის მეფე
  • 1500 : გო-ცუჩიმიკადო - იაპონიის იმპერატორი
  • 1602 : დავით I - კახეთის მეფე
  • 1805 : ნელსონი, ჰორაციო - ბრიტანელი ადმირალი
  • 1845 : ბარათაშვილი, ნიკოლოზ - ქართველი პოეტი.
  • 1931 : შილერი, არტურ - ავსტრიელი დრამატურგი.
  • 1969 : კერუაკი, ჯეკ - ამერიკელი მწერალი.
  • 1970 : ბეგიაშვილი, თედორე - ქართველი ფილოლოგი და პედაგოგი, ფოლკლორისტი
  • 1984 : ტრიუფო, ფრანსუა - ფრანგი კინორეჟისორი (დ. 1932)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ღირსი პელაგია
    • ღირსი ტაისია
    • პელაგია ქალწული

  ღირსისა პელაგიასი (457); ღირსისა თაისიასი (IV); მართლისა პელაგია ქალწულისა (303) Tveni.ge


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html