22 ოქტომბერი

22 ოქტომბერი არის გრიგო რიანული კალენდრის 295-ე დღე (ნაკიან წლებში – 296-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 70 დღე.

დღის მოვლენები

  • 362 : დაფნეს აპოლონის ტაძარს, ანტიოქთან, გაურკვეველ ვითარებაში წარმოქმნილი ხანძარი ანადგურებს.
  • 1383 : კრიზისი პორტუგალიაში - სამოქალაქო ომისა და არეულობის დასაწყისი მეფე ფერნანდოს გარდაცვალების შემდეგ პორტუგალიის სამეფო ტახტის მემკვიდრის გარეშე.
  • 1605 : კახეთის აჯანყება
  • 1721 : პეტრე I-მა სრულიად რუსეთის იმპერატორის წოდება მიიღო.
  • 1797 : ანდრე-ჟაკ გარნერინის პირველი ნახტომი პარაშუტიდან დაფიქსირდა პარიზის თავზე ათასი მეტრის სიმაღლიდან.
  • 1836 : სემ ჰიუსტონის ინაუგურაცია ტეხასის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად.
  • 1842 : იუველირი გუსტავ ფაბერჟე სანქტ-პეტერბურგში პირველ სახელოსნო-მაღაზიას ხსნის.
  • 1844 : დიდი იმედგაცრუების დღე - უი ლიამ მილერის წინასწარმეტყველების მიუხედავად ქრისტეს მეორედ მოსვლა და მსოფლიოს დასასრული არ შედგა. იმედგაცრუებული დარჩა მილერიზმის მიმდევართა უმრავლესობა.
  • 1883 : ნიუ-იორკში მეტროპოლიტენ ოპერა გაიხსნა გუნოს ფაუსტის წარმოდგენით.
  • 1907 : 1907-ის პანიკა - ნიკერბოკერის სატრასტო კომპანიის აქციათა ვარდნა იწვევს მოვლენათა ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც დასაბამს აძლევს დიდ დეპრესიას.
  • 1953 : ლაოსი დამოუკიდებელი გახდა საფრანგეთისაგან.
  • 1962 : კუბის ქობინთა კრიზისი - აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი აცხადებს, რომ ამერიკულმა ჯაშუშმა თვითმფრინავებმა აღმოაჩინეს საბჭოელების ბირთვული იარაღი კუბაზე და, რომ მან კუნძულის გარშემო სანაოსნო კარანტინი გამოაცხადა.
  • 1964 : ჟან-პოლ სარტრი დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში, მაგრამ უარი განაცხადა მის მიღებაზე.
  • 1964 : კანადის მრავალპარტიული საპარლამენტო კომიტეტი ირჩვს დიზაინს, რომელიც ამ დღიდან ოფიციალურად კანადის დროშა ხდება.
  • 1966 : სუპრიმსი ხდება პირველი ქალთა მუსიკალური ჯგუფი, რომლის ალბომმაც გაყიდვებით პირველი ადგილი დაიჭირა (The Supremes A'Go-Go).
  • 1968 : აპოლოს პროგრამა - აპოლო 7 მშვიდობით დაეშვა ატლანტიკის ოკეანეში დედამიწის ირგვლივ 163-ჯერ ორბიტირების შემდეგ.
  • 19 69 : ლედ ზეპელინი გამოსცემს კლასიკურ ალბომს სახელწოდებით Led Zeppelin II, რომელშიც შევიდა ჰიტ სინგლი "Whole Lotta Love".
  • 1975 : საბჭოთა კოსმოსური სადგური ვენერა-9 ვენერის ზედაპირზე დაეშვა.
  • 1975 : აშშ-ის საჰაერო ძალების ტექ. სერჟანტი ლეონარდ მატლოვიჩი, ვიეტნამის ომის დამსახურებული ვეტერანი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან ჟურნალ ტაიმის გარეკანზე საჰაერო ძალების უნიფორმით სათაურით "მე ჰომოსექსუალისტი ვარ" გამოჩენის გამო.
  • 1986 : აშშ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ხელს აწერს კანონს "1986 წლის გადასახადთა რეფორმის აქტი".
  • 2008 : დონორთა კონფერენციაზე მსოფლიოს ქვეყნები საქართველოს ომისშემდგომი რეაბილიტაციისთვის $4.55 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.
  • 2009 :
    • შვედეთის ეკლესიამ გადაწყვიტა ერთი სქესის წყვილთა ჯვრისწერა ჩაატაროს.
    • კომპანიის Microsoft ოპერაციული სისტემა Windows 7 გამოვიდა.
    • რუსული სამოქალაქო უფლებების საზოგადოება მემორიალი 2009 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1197 : ჯუნტოკუ - იაპონიის იმპერატორი (გ.1242)
  • 1511 : რაინჰოლდი, ერაზმუს - გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი (გ.1553)
  • 1688 : ნადირ შაჰი - სპარსეთის შაჰი (გ.1747)
  • 1689 : ჟუან V - პორტუგალიის მეფე
  • 1811 : ლისტი, ფრანც - უნგრელი კომპოზიტორი (გ.18 66)
  • 1844 : ბერნარი, სარა - ფრანგი მსახიობი (გ.1923)
  • 1881 : დევისონი, კლინტონ - ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი (გ.1958)
  • 1907 : ფოქსი, ჯიმმი - ამერიკელი ბეისბოლისტი (გ.1967)
  • 1913 : ბაო-დაი - ვიეტნამის იმპერატორი (გ.1997)
  • 1929 : იაშინი, ლევ - რუსი ფეხბურთელი (გ.1990)
  • 1943 : დენევი, კატრინ - ფრანგი მსახიობი
  • 1945 : ვესტი, ლესლი - ამერიკელი მუსიკოსი
  • 1964 : ნოღაიდელი, ზურაბ - ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე
  • 1967 : გერრა, რიტა - პორტუგალიელი მომღერალი
  • 1968 : შეგგი - იამაიკელი მუსიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1383 : ფერნანდუ I - პორტუგალიის მეფე (დ.1345)
  • 1906 : სეზანი, პოლ - ფრანგი მხატვარი (დ.1839)
  • 1928 : ფიშერი, ენდრიუ - ავსტრალიის მე-5 პრემიერ მინისტრი (დ.1862)
  • 1934 : პრიტი ბოი ფლოიდი - ამერიკელი განგსტერი (დ.1904)
  • 1935 : ვადაპეტი, კომიტას - სომეხი კომპოზიტორი (დ.1869)
  • 1978 : რაილი, ჯონ - ინგლისელი პეოტი (მოკლეს) (დ.1937)
  • 1979 : ბულანჟერი, ნადია - ფრანგი კომპოზიტორი და მასწავლებელი (დ.1887)
  • 1995 : ამისი, კინგსლი (სერ) - ინგლისელი მწერალი (დ.1922)
  • 1998 : ამბლერი, ერიკ - ინგლისელი ნოველისტი (დ.1909)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმიდა მოციქული იაკობ ალფესი
    • ანდრონიკე და ათანასია
    • ებენტი და მაქსიმე
    • პოპლია დიაკონისა
    • პეტრე გალატიელი
    • აბრაამი და მისი ძე ლოტი

წმინდისა მოციქულისა იაკობ ალფეზისა (I); ღირსისა ანდრონიკესი და ცოლისა მისისა ათანასიასი (V); მართლისა აბრაამ მამამთავრისა და ძმისწულისა მისისა ლოთისა (2000 წ. ქ. შ.); მოწამეთა ებენტისა და მაქსიმესი (361-363); მოწამისა პოპლია დიკონესასი, ანტიოქიელისა (IV); ღირსისა პეტრე გალატელისა (IX) Tveni.ge


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html