23 ოქტომბერი

23 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 296-ე დღე (ნაკიან წლებში – 297-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 69 დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 42 : ქალაქ ფილიპიასთან გაიმართა ბრძოლა ანტონიუსსა და რესპუბლიკელების (კასიუსის და ბრუტუსის) ჯარებს შორის.
  • 1707 : დიდი ბრიტანეთის პირველი პარლამენტი შეიკრიბა.
  • 1911 : ომში თვითმფრინავის გამოყენების პირველი ფაქტი - იტალიელი პილოტი აფრინდა ლიბიიდან თურქეთის ფრონტის ხაზის დასაზვერად თურქეთ-იტალიის ომში.
  • 1915 : ქალთა უფლებები - ნიუ-იორკში 30.000 ქალი გამოდის მეხუთე ავეიუზე არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით.
  • 1929 : დიდი დეპრესია - სააქციო ბირჟაზე სექტემბერის პიკიდან ფასების ხანგრძლივი დაცემის შემდეგ, ნიუ-იორკის სააქციო ბირჟაზე პანიკა იწყება.
  • 1929 : პირველი ტრანსკონტინენტური კომერციული ავიარეისი განხორციელდა ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში.
  • 1941 : მმო - გიორგი ჟუკოვი წითელი არმიის ხელმძღვანელი ხდება გერმანიის საბჭოთა კავშირზე შემოწოლის შესაჩერებლად.
  • 1941 : 19.000 ებრაელი დაწვეს ცოცხლად დალნიკთან ოდესაში რუმინეთისა და გერმანიის ჯარებმა. მომდევნო დღეს კიდევ 10.000 ებრაელი მოკლეს.
  • 1942 : ელ-ალამეინის მეორე ბრძოლა იწყება - ელ ალამეინთან ეგვიპტეში ბრიტანელმა ძალებმა მნიშვნელოვანი იერიში მიიტანეს აქსისის ძალებზე.
  • 1946 : გაეროს გენერალური ასამბლეა შეიკრიბა ნიუ-იორკში პირველად.
  • 1956 : ბუდაპეშტში დიდი მასშტაბით დაიწყო საპროტესტო აქცია საბჭოთა ჯარების მიმართ ქვეყნის დატოვების მოთხოვნით.
  • 1973 : გაეროს მიერ სანქირებული ცეცხლის შეწყვეტა წყვეტს იომ-კიპურის ომს ისრაელსა და სირიას შორის.
  • 1992 : აკიჰიტო ხდება იაპონიის პირველი იმპეერატორი, რომელმაც ჩინეთის მიწაზე დადგა ფეხი.
  • 1998 : ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი - ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენჯამინ ნათანიაჰუ და პალესტინის მეთაური იასერ არაფატი აღწევენ "მიწა-მშვიდობის სანაცვლოდ" შეთანხმებას.
  • 1999 : ეპლ კომპიუტერი ოპერაციულ სისტემა მაკ ოს 9-ს უშვებს.
  • 2001 : ეპლ კომპიუტერი პირველი აიპოდს უშვებს.
  • 2002 : მოსკოვის თეატრის ალყა იწყებს - ჩეჩენი მებრძოლები მოსკოვში კულტურის თეატრს იღებენ დაახ. 700 შენობაში მყოფ ტყვესთან ერთად.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1766 : ემანუელ დე გრუში – საფრანგეთის მარშალი
  • 1929 : გამყრელიძე, თამაზ - ქართველი აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგი
  • 1940 : პელე - ბრაზილიელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1890 : ერისთავი, დავით - ქართველი მწერალი.
  • 1910 : ჩულალონგკორნი - ტაილანდის მეფე (დ.1853)
  • 1974 : ბელეცკაია, ვერა - ქართველი გრაფიკოსი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

  • ევლამპი და ევლამპია
  • წმინდა თეოტეკნი
  • ღირსი ბასიანე
  • თეოფილე აღმსარებელი
  • ოცდაექვსი ზოგრაფელი მოწამე
  • ამბროსი ოპტელი

  მოწამეთა ევლამპისა და ევლამპიასი (303-311); მოწამისა თეოტეკნისა (III-IV); ღირსისა ბასიანესი (V); ღირსისა თეოფილე აღმსარებლისა (VIII); ღირსისა ამბროსი ოპტინელისა Tveni.ge


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html