24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 297-ე დღე (ნაკიან წლებში – 298-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 68 დღე.

დღის მოვლენები

  • 1260 : შარტრის ღვთისმშობლის ტაძარი გაიხსნა მეფე ლუი IX-ის თანდასწრებით; ტაძარი ამჟამად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
  • 1648 : ხელი მოეწერა ვესტფალიის ზავს. დამთავრდა ოცდაათწლიანი ომი.
  • 1795 : პოლონეთის დაყოფა - პოლონეთი-ლიტვის თანამეგობრობა გაიყვეს ავსტრიამ, რუსეთმა და პრუსიამ.
  • 1812 : ნაპოლეონის ომები - მალოიაროსლავეცის ბრძოლა მოსკოვთან.
  • 1857 : მსოფლიოს პირველი საფეხბურთ კლუბი შეფილდი დაარსდა ინგლისში.
  • 1861 : პირველი ტრანსკონტინენტური ტელეგრაფის ხაზი გაიყვანეს აშშ-ში, რამაც ბოლო მოუღო პონი-ექსპრესის 18-თვიან არსებობას.
  • 1917 : კაპორეტოს ბრძოლით იწყება ავსტრო-იტალიის ფრონტი პირველ მსოფლიო ომში.
  • 1929 : "შავი ხუთშაბათი" ნიუ-იორკის ბირჟაზე.
  • 1930 : ბრაზილიაში უსისხლო გადატრიალებით გადააყენეს ვაშინგტონ ლუის პერეირა დე სუსა, პირველი რესპუბლიკის ბოლო პრეზიდენტი. გეტულიო დონელეს ვარგასი დროებითი პრეზიდენტი ხდება.
  • 1935 : იტალია ეთიოპიაში შეიჭრა.
  • 1944 : ფილიპინების აკვატორიაში მდებარე სიბუიანის ზღვაში, მოხდა შეტაკება იაპონიისა და აშშ-ის საზღვაო ძალებს შორის, რომელსაც შემდგომ "სიბუიანის ზღვის ბრძოლა" ეწოდა.
  • 1945 : დაარსდა გაერო.
  • 1947 : უოლტ დისნეი თემთა პალატის არა-ამერიკულ საქმიანობათა კომიტეტთან კომუნისტებად მოაზრებულ საკუთარ თანამშრომლებს ასმენს.
  • 1956 : წითელი არმია შეიჭრა უნგრეთში.
  • 1964 : ჩრდილოეთ როდეზიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისაგან და გახდა ზამბიის რესპუბლიკა.
  • 1973 : იომ-კიპურის ომი დასრულდა.
  • 1995 : მზის სრული დაბნელება ჩანს ირანსა და სამხრეთ აზიაში.
  • 2003 : კონკორდის ბოლო კომერციული რეისი - ზესწრაფი თვითმფრინავის ერის დასასრული.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 51 : დომიციან ფლავიუსი - რომის იმპერატორი
  • 1503 : იზაბელა პორტუგალიელი - ესპანეთის დედოფალი
  • 1804 : ვებერი, ვილჰელმ - გერმანელი ფიზიკოსი
  • 1811 : ჰილერი, ფერდინანდ - გერმანელი კომპოზიტორი
  • 1934 : რამიშვილი, ოთარ - ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი
  • 1936 : ვიმანი, ბილ - ინგლისელი მუსიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 996 : ჰუგო კაპეტი - საფრანგეთის მეფე
  • 1260 : საიფ ად დინ კუტუზი - ეგვიპტის სულთანი
  • 1375 : ვალდიმირ IV - დანიის მეფე
  • 1708 : კოვა სეკი - იაპონელი მათემატიკოსი
  • 1722 : სკარლატი, ალესანდრო - იტალიელი კომპოზიტორი (დ.1660)
  • 1936 : ამირეჯიბი, სიმონ - ქართველი მედიკოსი
  • 2005 : ჰოიო, ხოსე ასკონა - ჰონდურასის პრეზიდენტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ფილიპე მოციქული
    • თეოფანე აღმსარებელი
    • ზინაიდა და ფილონილა
  • აგრეთვე:
    • 2006 წელს რამაზანი
    • გაეროს დღე
    • ზამბია : დამოუკიდებლობის დღე

მოციქულისა ფილიპესი, შვიდთა დიაკონთაგანისა (I); ხსენება მე-VII მსოფლიო კრების წმინდათა მამათა (787); ღირსისა თეოფანე აღმსარებლისა, კანონთმთქმელისა, ნიკეის ეპისკოპოსისა (დაახლ. 880); მოწამეთა ზინაიდასი და ფილონილასი (I)  Tveni.ge

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html