25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 298-ე დღე (ნაკიან წლებში – 299-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 67 დღე.

დღის მოვლენები

  • 1147 : პორტუგალიელები, აფონსო I-ის ხელმძღვანელობით, და ჯვაროსნები ინგლისიდან ლისაბონს იღებენ ოთხთვიანი ალყის შემდეგ.
  • 1760 : ჯორჯ III დიდი ბრიტანეთის მეფე ხდება.
  • 1854 : ბალაკლავას ბრძოლა ყირიმის ომის დროს.
  • 1861 : ტორონტოს სააქციო ბირჟა გაიხსნა.
  • 1900 : ბრიტანეთი ტრანსვაალს იპყრობს.
  • 1917 : ბოლშევიკების რევოლუცია დაიწყო (ივლიუსის კალენდრით). ახალი კალენდრით ეს თარიღი 7 ნოემბერია.
  • 1935 : ტროპიკულმა ქარიშხალმა ჰაიტიზე 2000 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1935 : ადოლფ ჰიტლერი და ბენიტო მუსოლინი რომი-ბერლინის აქსისს ქმნიან.
  • 1945 : იაპონიის მოკავშირეთათვის დანებებით ჩინეთი სელსაყრელ მომენტს ირჩევს და ტაივანს იღებს.
  • 1950 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კორეის ომში ჩაება.
  • 1962 : კუბის ქობინთა კრიზისი - ედლაი სტივენსონი გაეროს სხდომაზე ავრცელებს ფოტოებს, რომლებზეც კუბაზე საბჭოთა ქობინების არსებობა დასტურდება.
  • 1971 : გაერომ გააუქმა ჩინეთის რესპუბლიკის წევრობა. სანაცვლოდ გაეროს წევრი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას.
  • 1991 : ათდღიანი ომიდან სამ თვეში სლოვენიას იუგოსლავიის სახალხო ჯარის ბოლო ჯარისკაცი ტოვებს.
  • 1992 : ლატვია პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველ კონსტიტუციას იღებს.
  • 2001 : "მაიკროსოფტმა" გამოუშვა Windows XP.
  • 2003 : ფიჭვნარს მოდებული ცეცხლი კალიფორნიის ისტორიაში მეორე უდიდესი ხანძარი გახდა.
  • 2007 : ჩინეთმა მთვარის კვლევის პროგრამა დაიწყო მთვარის ორბიტაზე ჩან'ე 1-ის გაყვანით ხიჩანის კოსმოდრომიდან.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1692 : ელიზაბეტ ფარნესი - ესპანეთის დედოფალი
  • 1789 : სამუელ ჰაინრიხ შვაბე - გერმანელი ასტრონომი
  • 1811 : ევარისტ გალუა - ფრანგი მათემატიკოსი (გ.1832)
  • 1825 : იოჰან შტრაუსი (შვილი) - ავსტრიელი კომპოზიტორი
  • 1838 : ჟორჟ ბიზე - ფრანგი კომპოზიტორი (გ.1875)
  • 1881 : პაბლო პიკასო - ესპანელი მხატვარი (გ.1973)
  • 1895 : ელევ შკოლი - ისრაელის პრემიერ-მინისტრი
  • 1906 : გიორგი ხუნდაძე - ქართველი ქირურგი
  • 1921 : მიხაილ I - რუმინეთის მეფე
  • 1926 : ავთანდილ ვარაზი - ქართველი ფერმწერი
  • 1926 : გალინა ვიშნევსკაია - რუსი სოპრანო
  • 1931 : ანი ჟირარდო - ფრანგი მსახიობი
  • 1955 : მატიას იაბსი - გერმანელი გიტარისტი და სიმღერების ავტორი (Scorpions)

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 304 : მარცელინუსი - რომის პაპი
  • 625 : ბონიფაციუს V - რომის პაპი
  • 1047 : მაგნუს I კეთილშობილი - დანიის და ნორვეგიის მეფე
  • 1154 : სტეფანე - ინგლისის მეფე
  • 1495 : ჟუან II - პორტუგალიის მეფე
  • 1647 : ტორიჩელი, ევანჯელისტა - იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი.
  • 1760 : ჯორჯ II - დიდი ბრიტანეთის მეფე (დ.1683)
  • 1829 : ქაიხოსრო ბატონიშვილი - გურიის სამთავროს რეგენტი
  • 1833 : აბას მირზა - სპარსეთის პრინცი
  • 1848 : სავინი, ფრიდრიხ კარლ ფონ - გერმანელი იურისტი
  • 1920 : ალექსანდროს I - საბერძნეთის მეფე
  • 1937 : ღვალაძე, ევგენ - იურისტი, ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (დ.1900)
  • 1945 : ლაი, რობერტ - გერმანელი სახელმწიფო მოღვწე (დ.1890)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
  • პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე
  • ღირსი კოზმა
  • წმინდა დომნიკა
  • მარტინე ტურელი
  • დღესასწაული იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატისა

მოწამეთა: პროვო, ტარახო და ანდრონიკესი (304); ღირსისა კოზმასი, მაიუმელ ეპისკოპოსისა, კანონთმთქმელისა (დაახლ. 787); მოწამისა დომნიკასი (287); წმინდისა მარტინე მოწყალისა, ეპისკოპოსისა (დაახლ. 400); დღესასწაული იერუსალიმის ღმრთისმშობლის ხატისა Tveni.Ge


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html