გეოგრაფია

 გეოგრაფია (ბერძნ. γεωγραφία < ბერძნ. - მიწა და graphō - აღწერა) — საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ერთიანი კომპლექსი, რომელიც შეისწავლის დედამიწის გეოგრაფიულ გარემოს, მის სტრუქტურასა და დინამიკას, მისი კომპონენტების სივრცულ განაწილებას და ურთიერთზემოქმედებას.

გეოგრაფიის მთავარი მიზანია საზოგადოების გონივრული ტერიტორიული ორგანიზაციისა და ბუნებათსარგებლობის საშუალებების გამოკვლევა, საზოგადოების ეკოლოგიურად უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის ფუნდამენტის შექმნა. გეოგრაფიული კვლევის მნიშვნელოვანი ობიექტია ადამიანის და ბუნების ურთიერთგავლენა, გეოგრაფიული გარემოს კომპონენტების განაწილებისა და ურთიერგავლენის კანონები ლოკალურ, რეგიონულ, ეროვნულ, კონტინენტურ, ოკეანურ და გლობალურ დონეებზე.

ეტიმოლოგია და საგანი

 ტერმინი გეოგრაფია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით „დედამიწის აღწერას“ ნიშნავს: geo (γη) – „მიწა“, graphein (γραφειν) – „აღწერა“.

 კაცობრიობის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც პირველ რიგში მიზნათ ისახავს დედამიწის მთელი გეოგრაფიული (ლანდშაფტური) გარსის კომპლექსურ შესწავლას, მის აგებულებასა და მნიშვნელობას. ამავ დროულად, გეოგრაფიული ანუ ლანდშაფტური გარსის განვითარება იცვლება დროსა და სივრცეში. გეოგრაფია ზუსტი საბუნებისმეტყველო  მეც ნიერებაა . მისი მთავარი ნაწილია ფიზიკური გეოგრაფია, რომელიც აღწერს დედამიწის გეოგრაფიულ გარსსა და მის სტრუქტურულ ნაწილებს. ფიზიკური-გეოგრაფიის მთავარი ამოცანაა მთელი დედამიწის ზედაპირის ბუნების შესწავლა და აღწერა, ბუნებრივი პროცესებისა და მისი მოვლენების გარკვევა.

გეოგრაფიის ისტორია

ანტიკური პერიოდი (ძვ. წ. VI ს. - ახ. წ. III ს.)

გეოგრაფია კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი დარგია. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მრავალგზის შეიცვალა გეოგრაფიის ამოცანები და შინაარსი. თავდაპირველად გეოგრაფიას აღწერითი ხასიათი ჰქონდა, XIX საუკუნეში კი მეცნიერებად ჩამოყალიბდა.

კლავდიოს პტოლომესეული მსოფლიოს რუკა

 უნდა აღინიშნოს, რომ ელემენტარული გეოგრაფიული წარმოდგენა იმდოინდელ ყველა საზოგადოებას გააჩნდა. აღნიშნული წარმოდგენები გამოიხატება ადგილობრივ გეოგრაფიულ ტერმინებში; მაგალითად ტერმინები „ტბა“ ან „ტყე“ გამოხატავდა როგორც ამა თუ იმ ადგილის მდებარეობას და სხვ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ იმ დროს საზოგადოებას საკმოდ ფართო ცოდნა ჰქონდა ამა თუ იმ მონაკვეთის ტერიტორიის გეოგრაფიულ მდებარეობაზე. თუმცა სისტემატიური გეოგრაფიული აზრი ჩამოყალიბდა მხოლოდ ძველ ბერძენ ნატურფილოსოფიურ ცოდნაში.

 სისტემატიური ცოდნა ჩაისახა ძველ ბერძენთა მიერ შექმნილ მილეტის, პითაგორისა და სხვა სკოლებში, სადაც განიხილებოდა ბუნების მთლიანობისა და სხვა საკითხები. მაინც ძველად, წარსულში მცირე რაოდენობით მოხერხდა გეოგრაფიული ცოდნის შეგროვება. მაგრამ უნდა ითქვს, რომ იმ დროს ჩაისახა თანამედროვე გეოგრაფიის არაერთი დარგის საფუძველი. თავდაპირველად ჩამოყალიბდა ქვეყანათმცოდნეობა, რადგან საზოგადოებას უფრო აინტერესებდა თავის სივრცითი გარემოს გარკვევა. ქვეყანათმცოდნეობას როგორც საბუნებისმეტყველო მიმდინარეობას მხოლოდ აღწერითი ხასიათი ჰქონდა. ძველ ბერძნულ წყაროებში პირველი ქვეყანათმცოდნეების დანიშნულება იყო სანაპიროებისა და ხმელეთის აღწერა და ასევე  დედ ამიწის  მოვლა.

 ჰეკატეოს მილეტელმა (დაახლ. ძვ.წ.  549 /546-დაახლ.ძვ.წ.  480 ) პირველმა დაიწყო ლიბიის (აფრიკა) გამოყოფა. ანუ იმ დროს უკვე ხდებოდა იმდროინდელი დედამიწის ზედაპირის ბუნებრივად დანაწევრება. ერთ-ერთი ისტორიკოს გეოგრაფი აღნიშნავდა რომ, ჰეკატეოსის შრომებში შეინიშნებოდა  კლიმატის ,  ფაუნისა  და  ფლორის  მიმართ სამეცნიერო ინტერესი. აქედან გამომდინარე ეს იყო პირველი შრომა საერთო გეოგრაფიის თემატიკაზე. ამასთანავე ჰეკატეოს მილეტელმა პირველმა შეადგინა ხმელეთის დასახლებული ნაწილის კარტოგრაფიული გამოსახულება.

 უძველესი გეოგრაფიული თხზულება, რომელმაც ჩვენამდე თითქმის მთლიანდ მოაღწია არის ჰეროდოტეს ცნობილი ნაშრომი. ჰეროდოტე (დაახლ. ძვ.წ. 485-დაახლ.ძვ.წ. 424) დიდი ისტორიკოსი და ქვეყანათმომლახველი იყო, რომელმაც არაერთ იმ დროს ცნობილ ქვეყანასა და ქალაქებში იმოგზაურა და საბოლოოდ აღწერა ნანახი. მიუხედავად არაგეოგრაფიული სახელწოდებისა, მისი თხზულება წარმოადგენს გეოგრაფიული ხასიათის აღწერას, რომელშიც ქვეყანათმცოდნეობასთან ერთად გაშუქებულია ეთნოგრაფიული მასალაც. ამასთან ერთად ჰეროდოტემ გამოიჩინა ინტერესი ისტორიული გეოგრაფიისადმიც.

 ანტიკური გეოგრაფიული ცოდნა დაგვირგვინებულია სტრაბონის მიერ დაწერილ შრომაში „გეოგრაფია 17 წიგნად“. სტრაბონის აღნიშნული შრომა წარმოადგენს ქვეყანათმცოდნეობითი შინაარსის ნაწარმოებს. მისი ნაშრომის მოცულობის დაახლ. 83% დაყრდნობილია ქვეყნების რეგიონალურ დახასიათებაზე, კერძოდ ბუნებრივი, ეთნიკური და პოლიტიკური პრინციპებით. სტრაბონმა ტავრის მთიანი სისტემის მიხედვით შემოგვთავაზა აზიის ორ ნაწილად დაყოფა. იგი წერდა რომ, საჭიროა ოიკუმენეს დაყოფა წრეებად, რათა მეცნიერებს შეეძლოთ ფაუნის, ფლორისა და კლიმატის ცვლილებების ჩვენება. იმ დროს სტრაბონს განსაკუთრებით ბიზანტიელები აფასებდნენ, რომლებიც მას გეოგრაფს უწოდებდნენ.

გეოგრაფიის მეორე მიმდინარეობა, რომელიც ანტიკურ პერიოდში ჩაისახა იყო მიწათმცოდნეობა (ზოგადდედამიწისმცოდნეობა), რომლის ჩარჩოებში განიხილებოდა დედამიწის ფორმა, სარტყლები, ხმელეთისა და წყლის ურთიერთკავშირი და ასევე მრავალი ბუნებრივი მოვლენის მიზეზი. ამ მიმართულების პირველშემქმნელი იყო თალეს მილეტელი (ძვ.წ. 624-547). იგი იყო იმდროინდელი მთელი ფილოსოფიისა და ზოგადად მეცნიერების პირველშემქმნელი. თალესმა ბუნების მოვლენების ახსნა სცადა მატერიალისტურ საფუძველზე. მან სამყაროს არსად ანუ მრავალფეროვან მოვლენათა და საგანთა პირველსაწყისად წყალი მიიჩნია. მისი აზრით, ყველაფერი წყლისაგან წარმოიქმნება და წყალად გარდაიქმნება. თალესი ბუნებას გასულიერებულად წარმოიდგენდა. ამასთანავე თალესს დედამიწა წარმოედგინა, როგორც კუნძულები, რომელიც მისი აზრით დიდ მსოფლიო ოკეანეში დატივტივებდა. შედეგად მისმა ნაზრევმა შემდგომში საფუძველი ჩაუყარა დედამიწის სფეროების იდეის საქმეს. იგი ჰილოძოისტი იყო.

 

ჰეროდოტე

------------------------------------

არისტოტელე

------------------------------------

პერმენიდე

------------------------------------

 აღსანიშნავია, ასევე პარმენიდე ელეელი (დაახლ. ძვ.წ. 540 ან 520- 450), რომელმაც წამოწია იდეა დედამიწის ბირთვისებური ფორმის შესახებ. პარმენიდეს იდეის საფუძველზე ძველმა ბერძენმა მეცნიერმა ევდოქსე კნიდოსელმა (დაახლ. ძვ.წ. 408 - 355) საფუძველი ჩაუყარა კლიმატური სარტყლების იდეას. მანვე შემოიტანა ცნება „ჰორიზონტი“. ევდოქსე კნიდოსელმა პირველად დადგინა დედამიწის სითბური სარტყლები.

 ძველ საბერეძნეთში უდიდესი გავლენა მეცნიერებაზე მოახდინა არისტოტელემ (ძვ.წ. 384-ძვ.წ.322), რომელმაც შექმნა გეოსფეროების იდეა. არისტოტელე მეცნიერებაში ფაქტებით ლაპარაკობდა. მასვე ეკუთვნის იდეა ერთიანი ოკეანის შესახებ. ცდილობდა აეხსნა მიწისძვრის მოვლენა. თითოეულ მოვლენის გარკვევისას ფაქტებს ეყრდნობოდა. ასევე განავითარა ევდოქსეს იდეები. არისტოტელე თამამად შეიძლება ითქვა რომ იყო ზოგადდედამიწისმცოდნეობის ფუძემდებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი „მეტეოროლოგიკა“, რომელშიც გაშუქებულია არაერთი აქტუალური გეოგრაფიული საკითხი, მ.შ. აღწერს მრავალ გეოგრაფიულ ერთეულებს.

 გეოგრაფიულ ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს ყოველთვის იკავებდა რუკები.

 პირველი გეოგრაფიული რუკა შეადგინა თალესის მოწაფემ, მილეტის სკოლის წარმომადგენელმა ანაქსიმანდრემ (ძვ.წ. 610-546), რომელიც თვლიდა რომ  დედამიწა  არის სამყაროს უძრავი ცენტრი. იგი ამასთანავე კოსმოსის გეოცენტრული მოდელის შემქნელია.

 ძველად ყველა ხალხს ჰქონდა დაახლოებით რუკის მსგავსი ჩანახაზები, თუმცა ეს რუკები მეცნიერულ საფუძველს მოკლებული იყო. რუკა რომ გამოიხატოს როგორც რეალობის სწორი ამსახველი დოკუმენტი, იგი აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს მათემატიკურ მეთოდებს. გეოგრაფიაში მათემატიკურ-კარტოგრაფიული მიმდინარეობის პირველშემქმნელია ერატოსთენე კირენელი (ძვ.წ. 276-194), რომელიც გეოგრაფიაში მეთემატიკის საფუძვლების ფუძემდებელია. ერატოსთენემ პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე.

 მათემატიკურ-გეოგრაფიულ მიმდინარეობაში დიდი წვლილი შეიტანა ჰიპარქემ (დაახლ. ძვ.წ.180/190-ძვ.წ. 125), რომელიც ასტრონომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. შემოიღო გეოგრაფიული კოორდინატები „განედი“ და „გრძედი“. ჰიპარქემ განავითარა კარტოგრაფიის სტერეოგრაფიული და ორთოგრაფიული პროექციები. იგი უძველესი ასტრონომიული და გეოდეზიური ხელსაწყოს - ასტროლაბის შემქმნელია. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე პოსეიდონიოსის (135-51 ძვ.წ.) გაზომვები. პოსეიდონიოსი არისტოტელეს საწინააღმდეგოდ აღნიშნავდა, რომ ეკვატორული სარტყელი შესაძლოა დასახლებული ყოფილიყო.

 კარტოგრაფიული აზროვნების უდიდეს მწვერვალს წარმოადგენს კლავდიოს პტოლემეს (დაახლ. 90-168 წწ.) შრომები. მისი მთავარი გეოგრაფიული შრომაა „გეოგრაფიის სახელმძღვანელო“ 8 წიგნად. ერთის მხრით, პტოლემე გეოგრაფიას ასტრონომიული თვალსაზრისით მიუდგა. მეორე მხრით, იგი ცდილობდა რომ მისთვის ცნობილი სამყარო დაეტანიებინა რუკაზე. დაამუშავა კარტოგრაფიული პროექციის თეორია. მოგვცა 8000 ათასი პუნქტის კოორდინატები. ნაშრომს ახლავს  დედამიწის  ზედაპირის 27 რუკა. მრავალი საუკუნის მანძილზე პტოლემე რჩებოდა გეოგრაფიის დიდ ავტორიტეტად.

 უნდა შევნიშნოდ, რომ ფიზიკურ-გეოგრაფიულმა მიმდინარეობამ ანტიკურ პერიოდში განვითარება ვერ ჰპოვა, თუმცა ბერძენმა ნატურფილოსოფოსებმა და გეოგრაფებმა საფუძველი ჩაუყარეს ფიზიკურ-გეოგრაფიულ დისციპლინებს : ქვეყანათმცოდნეობას, ზოგადდედამიწისმცოდნეობასა და კარტოგრაფიას.

 ანტიკური გეოგრაფიული აზრი დაგვირგვინდა მაინც სტრაბონისა და პტოლემეს შრომებით.

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html