გურამ ბათიაშვილი

გურამ ბათიაშვილი

  გურამ აბრამის ძე ბათიაშვილი (დ. 10 იანვარი1938სოფ. კულაშისამტრედიის რაიონი), დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1987). მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის (1991) და სიონისტური ორგანიზაციის (1993) გამგეობების წევრი. დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1962). 1965-1967 მუშაობდა "ლიტერატურულ გაზეთში", 1984-იდან რედაქტორობს ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებას", 1993-იდან სცემს გაზეთ "მენორას". პირველი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა 1962 ჟურნალ "მნათობში". თანამედროვე ახალგაზრდობის ცხოვრებას მიუძღვნა პირველი პიესა "ძახილი" (1969 დაიდგა გორისა და ჭიათურის თეატრებში). აღსანიშნავია აგრეთვე დოკუმენტური დრამა "კოტე მარჯანიშვილის ოთხი დღე" (1972 დაიდგა ბათუმის დრამატულ თეატრში), "ლალი, სიყვარული და სხვები" (1976 დაიდგა მოსკოვის ნ. გოგოლის სახელობის თეატრში), "ვალი" (1976 დაიდგა ქუთაისის და რუსთავის თეატრებში), "შეთქმულება" (1832) (დაიდგა სოხუმის, ფოთისა და თბილისის თეატრებში), "სოფლის გარდაცვალება" (1985); ცალკე კრებულად გამოსცა პიესები "ოთხი დღე" (1972), "სერობის შემდეგ" (1975), "ვალი" (1980), "წერილები შვილებს" (1988). თანამედროვე ლიტერატურისა და თეატრის პრობლემებს. მიეძღვნა მისი წიგნები "შენაკადები" (1977), "კვალი" (1985). ბათიაშვილმა თარგმნა ნ. ჰიქმეთის, ა. ნესინის, მ. შატროვის, საბაჰათინ ალის და სხვათა ნაწარმოებები. წიგნისათვის "მზე ღრუბლებში" მიენიჭა საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1990).


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html