დავით ჩხეიძე (მწერალი)

დავით ჩხეიძე (მწერალი)

  დავით ჩხეიძე (დ. 1890 – 1945), ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

  დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რევოლუციური საქმიანობისათვის გადაასახლეს ბაქოში. 1915 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა ბაქოს გიმნაზიაში, 1917-33 წლებში მუშაობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1933-37 კი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1933-34 იყო ქუთაისის თეატრის დირექტორი. მისი პირველი წიგნი - ნოველებისა და ლეგენდების კრებული „შემოდგომის ცრემლები“ 1918 წელს გამოქვეყნდა. დავით ჩხეიძის ძირითადი ნაწარმოები, რომანი „გიონ დარნა“ 1929 წელს გამოვიდა. თავის სიცოცხლეშივე გამოსცა პროზაული კრებული „ორბი“ (1933). თავკაცობდა ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებას, იყო საქართველოს მწერალთა კავშირის (1926-280), საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის (1928-320), საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის (1932-37) ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე. დავით ჩხეიძეს ეკუთვნის პიესები: „ურაგანი“, „ბეთქილი“, „ბაილი“, „ნაირმალი“.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html