ზურაბ სამადაშვილი

ზურაბ სამადაშვილი

  ზურაბ გიორგის ძე სამადაშვილი (დ. 29 იანვარი, 1955, თბილისი), (* თბილისისაქართველო), ქართველი მწერალი და დრამატურგი.

 

ბიოგრაფია

  ზურაბ სამადაშვილი დაიბადა თბილისში, 1955 წლის 29 იანვარს.

  1972 წელს დაამთავრა თბილისის 51–ე სკოლა და იმავდროულად მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1977 წელს – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ინჟინერ–ტექნოლოგის სპეციალობით.

  მისი ლექსები: "აღმოვჩნდი, ერთხელ..."; "მთელი სამყარო..."; "ვიკითხე..." – პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "მნათობის" 1985 წლის მერვე ნომერში.

  ზურაბ სამადაშვილი 2010 წელს იყო გალა (ლიტერატურული პრემია) ჟიურის წევრი.

წიგნები

  • "ორის ნახევარი" (ლექსები), რედაქტორი – დათო ახობაძე, თბ. მერანი, 1990
  • "წრე" (მოთხრობები), რედაქტორი – ლია შარვაშიძე, თბ. მერანი, 1993
  • "სველი აგური" (რომანი), თბ. საარი, 1997
  • "შეშლილი სახლი" (თრილერი), თბ. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 1998, 127 გვერდი
  • "ხმაურიანი დღეები" (რომანი), სერია – "ქალაქური პროზა", რედაქტორი დათო აბულაძე, თბ. "საარი", 1999
  • "აქსიომა" (ლექსები), თბ. მერანი, 2006

თეატრი [რედაქტირება]

  • "კარს იქით", სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, 1990
  • "წრე", სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, 1992

 

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html