ნისლეულები

ნისლეულები

 ვარსკვლავთა გარდა სამყაროში დიდი რაოდენობით გვხვდება გაზმტვეროვანი, კოსმოსური ღრუბლები. მათი უმრავლესობა ბნელია და შეუიარაღეელი თვალისათვის უხილავია. საერთოდ ყველა ნისლეული ბნელია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მის ახლოს გვხვდება ვარსკვლავი, მაშინ, ღრუბელი იწყებს სხვადასხვა ფერში ციალს. ხშირად ბნელი ნისლეულების აღმოჩენა ოპტიკური ტელესკოპით ჭირს, ამიტომ მათზე დაკვირვებები რადიო და რენტგენული ხელსაწყოებითაც მიმდინარეობს ხოლმე. გარდა ამისა, ცნობილია რომ ვარსკვლავთა წარმოშობის პროცესი ასეთ კოსმოსურ ნისლეულებში მიმდინარეობს. ერთ-ერთ ასეთ ვარსკვლავთ მშობელ არეს წარმოადგენს, ერთადერთი, შეუიარაღებელი თვალით ხილული, ორიონის ნისლეული.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html