სამსონ ჭანბა

 სამსონ ჭანბა (Самсон Яковлевич Чанба) (დ. 18 ივნისი 1886, ათარა, ახლანდ. ოჩამჩირის რაიონი — გ. 1937), აფხაზი მწერალი, აფხაზური დრამატურგიის ფუძემდებელი.

 ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა 1916 წელს. წერდა აფხაზურ და რუსულ ენებზე. 1920-30-იან წლებში რედაქტორობდა გაზეთს „აფსნი ყაფშს“ („წითელი აფხაზეთი“). იყო სკკპ წევრი 1921 წლიდან, აფხაზეთის განათლების სახალხო კომისარი (1921-25, 1930-32), აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე (1925-30), აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე (1934-37). დააპატიმრეს და დახვრიტეს სტალინური რეპრესიების დროს. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html