სიუზან ზონტაგი - Susan Sontag

სიუზან ზონტაგი - Susan Sontag

სიუზან ზონტაგი (Susan Sontag (ნამდვილი სახელი: სიუზან როზენბლატი))(დ. 16 იანვარი, 1933 - გ. 28 დეკემბერი, 2004) - ამერიკელი ესეისტი, რომანისტი, ინტელექტუალი, კინორეჟისორი და აქტივისტი.

ზონტაგი ნიუ-იორკში ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც 1959 წელს მეუღლეს, მოაზროვნე ფილიპ რიფს გაშორდა. მისი ესეების პირველი კრებული ”ინტერპრეტაციის წინააღმდეგ” 1966 წელს გამოვიდა. მას მოჰყვა 1969 წელს გამოცემული წიგნი ”რადიკალური ნების სტილები” და 1980 წელს გამოსული ”სატურნის ნიშნით”. მას განსაკუთრებით აინტერესებდა ევროპული კინემატოგრაფი, ფოტოგრაფია, ევროპელი მწერლები და ფილოსოფოსები.

ზონტაგი ხშირად წერდა მაღალი და დაბალი ხელოვნების გადაკვეთის შესახებ. ათეული წლების განმავლობაში, იგი წერდა რომანების, ფილმების და ფოტონამუშევრების შესახებ. რამდენიმე წიგნში იგი წერდა კულტურის დამოკიდებულებაზე ავადმყოფობის მიმართ. უკანასკნელ არამხატვრულ ნაწარმოებში ”სხვათა ტკივილის შესახებ” ის იკვლევდა ხელოვნებასა და ფოტოგრაფიას ზნეობრივი თვალსაზრისით.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html